ბაკურიანში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამთო-სათხილამურო კურორტზე გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ბაკურიანის პარკში საშობაო ბაზარი, ცხელი სასმელებისა და ტკბილეულის კუთხეები მოეწყო.
ბარმენები სტუმრებს გლინტვეინითა და ცხელი შოკოლადით გაუმასპინძლდნენ. გაიმართა სპორტული შეჯიბრებები. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. პარკში შეკრებილმა ბავშვებმა სათამაშოები მოხატეს და ნაძვისხის მორთვაში მიიღეს მონაწილეობა. ბავშვების გართობაზე თოვლის ბაბუა და სხვადასხვა ზღაპრის გმირების ფორმაში ჩაცმული ანიმატორები ზრუნავდნენ. ღონისძიებისას პარკში გამოფენილი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელნაკეთი საახალწლო ნივთები. დღის ბოლოს ბაკურიანის პარკში ჯგუფი „ფრანი“-ს კოცენტრი გაიმართა.