თებერვალში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +5.1%-ით გაიზარდა
✔️2019 წლის თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 247,705 შეადგინა, რაც 11,993-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +5.1%).
✔️ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
✔️ თებერვალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: ლატვია +111.1%, სლოვაკეთი +84.8%, პოლონეთი +76.7%, ლიეტუვა +46.1%, ჩეხეთი +41.6%, იტალია +34.8% და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +198.4%, ჩინეთი +52%, საუდის არაბეთი +48.6% და სხვა.
2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 553,644 შეადგინა, რაც 29,054-ით მეტია 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +5.5%).
✔️იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 8 მილიონი აშშ დოლარით მეტი შეადგინა.
✔️წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 164.5 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 8 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
✔️წინასწარი მონაცემებით 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
✔️2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.6 მილიარდ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
✔️ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია.