✔️ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმები გააცნო.

✔️ მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე პრეზენტაცია გამართა და ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროექტები და 2025 წლის ტურიზმის სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პალატის წევრები სხვადასხვა სექტორის, მათ შორის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები არიან. ჩვენ მათ გავაცანით 2019 წლის სამოქმედო გეგმა, ასევე 2025 წლის სტრატეგია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვა, რადგან უფრო მეტ ადამიანს, მეტ კომპანიას დავაინტერესოთ, რომ ტურიზმის სფეროში განახორციელონ ბიზნესი.” -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

✔️ პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ კოუგილმა.
“ორი მიზეზით არის ეს პრეზენტაცია ძალიან საინტერესო. პირველ რიგში ის მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მეორე მიზეზი კი როგორც იცით ამ საბჭოს ბევრი წევრი ტურიზმის ბიზნესშია ჩართული.
ძალიან მომეწონა პრეზენტაცია, ვფიქრობ ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა სწორ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ჩვენს გვაძლევს დიდ იმედს, რომ 2025 წლის სტრატეგის მიხედვით დასახული გეგმები წარმატებით შესრულდება. ვფიქრობ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზუსტად იმას აკეთებს, რაც საჭიროა და ტურიზმის კომიტეტი და ტურიზმის ადმინისტრაცია გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას.”