თბილისი Vogue-ის ფურცლებზე
„საუკეთესო ქუჩის სტილი თბილისის მოდის კვირეულიდან“ ამ სათაურით გავლენიანი ჟურნალი Vogue მკითხველს საქართველოს დედაქალაქს აცნობს. პოპულარული გამოცემა Vogue-ის ჟურნალისტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს დაესწრო.
„ საქართველოს დედაქალაქი ბოლო წლებში წარმატებული დიზაინერების ინკუბატორად იქცა, ადგილობრივი დიზაინერები გამოირჩევიან თამამი, ულტრათანამედროვე ქუჩის სტილით, საქართველოში მოდა ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, ეს არის დემნა გვასალიას სამშობლო.“-წერს Vogue -ის ჟურნალისტი რადიკა სეთი.