„საუკეთესო ქუჩის სტილი თბილისის მოდის კვირეულიდან“ ამ სათაურით გავლენიანი ჟურნალი Vogue  მკითხველს საქართველოს დედაქალაქს აცნობს.  პოპულარული გამოცემა Vogue-ის ჟურნალისტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს დაესწრო.

„ საქართველოს დედაქალაქი ბოლო წლებში წარმატებული დიზაინერების ინკუბატორად იქცა, ადგილობრივი დიზაინერები გამოირჩევიან თამამი,  ულტრათანამედროვე ქუჩის სტილით, საქართველოში მოდა ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, ეს არის დემნა გვასალიას სამშობლო.“-წერს Vogue -ის ჟურნალისტი რადიკა სეთი.