“თბილისი 2015” მზადება ოლიმპიადისათვის
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ფესტივალის ,,თბილისის 2015 “-ის საორგანიზაციო კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ და “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა მოაწერეს. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები ერთობლივად განახორციელებენ სხვადასხვა პროექტს. საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტების შერჩევას “თბილისი 2015”-თვის, ტურიზის ეროვნული ადმინისტრაცია კი ფესტივალის ფარგლებში საორგანიზაციო კომიტეტის მიერ განსაზღვრული 120 სტუდენტისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მომსახურების უნარ-ჩვევებში ტრენინგებს ჩაატარებს.
https://www.youtube.com/watch?v=Uvcg2XLwq4E