თბილისის ეროვნული პარკი დასუფთავდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისის ეროვნული პარკი დაასუფთავა. აქციაში ადმინისტრაციის თანამშრომლები და მოხალისეები მონაწილეობდნენ. თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 200-მდე ტომარა ნაგავი შეგროვდა. აქციის მთავარი მიზანია ტურისტულად მიმზიდველი ადგილების დასუფთავება და ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია. სწორედ ამ მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში დასუფთავების აქციას ყოველთვიურად გამართავს. დასუფთავების მომავალ აქციებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები ინფორმაციას ადმინისტრაციის ოფიციალური გვერდით და facebook-ის საშუალებით მიიღებენ.
https://www.youtube.com/watch?v=RpJsFcFdOC0