ზაფხულის ტურისტული სეზონის შეჯამება სვანეთში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სვანეთშისასტურომებისა და გესთჰაუზების მფლობელებს შეხვდა. მესტიაში კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გიორგი ჩოგოვაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა. სასტუმროების მფლობელებთან ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზამთრის სეზონის მზადების შესახებ ისაუბრა. გიორგი ჩოგოვაძე სვანეთში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებსაც გაესაუბრა. მესტიაში არსებული განთავსების ობიექტების მფლობელების განცხადებით, წელს სასტუმროების დატვირთა გაზრდილია და საერთაშორისო მოგზაურებთან ერთად სულ უფრო მეტი შიდავიზიტორი სტუმრს სვანეთს. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ყოველთვიურ და კუმულატიურ სტატისტიკურ კვლევის მიხედვით, 2015 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით საქართველოს 852 377 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ია. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2%-ით არის გაზრდილი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით. 2015 წლის ზაფხულის სეზონზე (ივნისი, ივლისი, აგვისტო) საქართველოს 2 086 831 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ია.