„ამბასადორიალი 2015-ის“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პრეზენტაცია გამართა. გიორგი ჩოგოვაძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტები, გეგმები და სტატისტიკა გააცნო. ელჩებთან შეხვედრაზე გიორგი ჩოგოვაძემ საზღვარგარეთ საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩინების გეგმები განიხილა.