ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა ბაკურიანში
ბაკურიანში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამთო-სათხილამურო კურორტზე გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ბაკურიანის პარკში საახალწლო ბაზარი, ცხელი სასმელებისა და ტკბილეულის კუთხე მოეწყო, მუსიკალურმა ჯგუფმა „ქიმერამ“ კონცერტი გამართა, დაიდგა ყინულის ქანდაკება. ბავშვების გართობაზე თოვლის ბაბუა და სხვადასხვა ზღაპრის გმირების ფორმაში ჩაცმული მსახიობები ზრუნავდნენ. გასართობი ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.