ვებინარი „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები”
5 მარტს, 13 საათზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ვებინარების ყოველთვიური სერია იწყება „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები.“
ვებინარების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი გიორგი ბრეგაძე საქართველოში მიმდინარე ტურიზმის სტატისტიკის მიმოხილვას გააკეთებს.
პირველი ვებინარის პანელისტი საერთაშორისო ექსპერტი Chiara Caiati იქნება, რომელიც მოსალოდნელ ტენდენციებზე Mastercard-ის მიერ საქართველოსთვის შექმნილ სტატისტიკური პლატფორმის გამოყენებით ისაუბრებს.
ვებინარზე რეგისტრაციის ბმულია:
https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_qiTKYN2qQhGxiQELrr6CIw