ტურიზმის აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
✅ტურიზმის აღდგენის გეგმა USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით შემუშავდება.
✅პროცესში ჩაერთვებიან საერთაშორისო სპეციალისტები და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები. გეგმა ტურიზმის სტრატეგიის ადაპტირების, არსებული გამოწვევების დაძლევის და ინდუსტრიის ეფექტიანი აღდგენის მიმართულებით შემუშავდება.