როგორ უნდა დავიცვათ ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულ ტურისტთა უსაფრთხოება მთიან რეგიონებში- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით სასტუმრო ,,მერკურში“ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, 112 – ის წარმომადგენლები, ასევე გამოცდილი ალპინისტები და სამთო გამყოლები დაეწსრნენ. შეხვედრის მთავრი მიზანი სამთო მარშუტებზე ტურისტთა მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ერთიანი პოზიციის პოვნა და საქმოქმედო გეგმის დასახვა იყო. მხარები შეთანხმდნენ , რომ პირველ ეტაპზე აუცილებელია მოხდეს ტურისტთა მაქსიმალური ინფორმირება სახიფათო მონაკვეთებისა და მარშრუტების შესახებ. კონსულტაციები ამ მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესამუსავებლად მომავალშიც გაგრძელდება.