თუ გაქვთ მცირე და საშუალო ზომის (მაქსიმუმ 20 ნომრიანი) განთავსების ობიექტი, იმერეთსა თუ გურიის რეგიონებში და გსურთ დაეუფლოთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევებს, გამოიყენეთ უნიკალური შესაძლებლობა და ჩაერთეთ „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“-ში.

პროექტის ფარგლებში განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა განივითარონ ცოდნა მომსახურების სფეროში,ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით- მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ვებ-გვერდის booking.com პლატფორმი ს გამოყენებით.

პირველ ეტაპზე პროექტი იმერეთისა და გურიის რეგიონებში განხორციელდება.
პროექტში მონაწილეობა სრულიად უსასყიდლოა.
პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, გთავაზობთ:
პროფესიონალი ფოტოგრაფების მხრიდან შექმნილ ფოტობანკს, ინდივიდუალურ კონსულტაციას ინტერიერის დიზაინზე, ინდივიდუალურ კონსულტაციას, ონლაინ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების შესახებ,
სასწავლო კურსს – ონლაინპლატფორმის მართვის უნარ-ჩვევების შესახებ.
პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების ხელშეწყობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, არსებული შეთავაზების პოპულარიზაცია და გაყიდვების სტიმულირება.

დაინტერესების შემთხვევაში,გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/tcgaKDFPciKcAN828