ევროპისა და აზიის სამთო კურორტების კონფერენცია
2017 წელს საქართველო ევროპისა და აზიის სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლებს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება სამხრეთ კორეაში მიმდინარე შეხვერისას დაადასტურა. ევროპისა და აზიის სამთო კურორტების რიგით მე-2 კონფერენციას სამხრეთ კორეის რესპუბლის ქალაქ ულსანში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელები დაესწრნენ. კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 500-მდე დელეგატი მონაწილეობდა.
კონფერენციის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს თალებ რიფაის შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი ჩოგოვაძე სამხრეთ კორეის ტურიზმის მინისტრთან გამართა მოლაპარაკება. შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღმავების საკითხებზე იმსჯელეს.