ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში ღვინის ტურიზმის პოტენციალს ეცნობიან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ღვინის თემატიკაზე მომუშავე უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს ეწვივნენ. პრესტურის ფარგლებში ბელგიის, დიდიბრიტანეთის, ნიდერლანდების, იტალიის ბულგარეთის, გერმანიის, დანიისა და რუსეთის ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა მარნები, ვენახები დაათვალიერეს და ქართული ღვინის წარმოების ტრადიციებს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა ჟურნალებისა და ბლოგებისთვის სტატიებს მოამზადებენ.