დიპლომატები კახეთში
გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნულმა ადმინტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად კახეთში უმასპინძლა. გაეროში გვინეის, გრენადის, იამაიკის, კაბო-ვერდეს, ტიმორ-ლესტეს, ტონგას და უგანდის ელჩებმა სიღნაღი და ყვარელი დაათვალიერეს. დიპლომატებს კახეთის რეგიონი ტურიზმის ეროვნული ადმინტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და გაეროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კახა იმნაძემ გააცნეს.
სიღნაღის მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ელჩები ყვარელში კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ ესტუმრნენ, სადაც გვირაბში მდებარე ღვინის საცავი დაათვალიერეს. დიპლომატებმა ღვინის დეგუსტაციაში, პურის გამოცხობასა და ჩურჩხელის ამოვლებაში მიიღეს მონაწილეებმა. ყვარელში ტურიზმის ეროვნულმა ადმინტრაციამ ელჩებისათვის სპეციალურად საქართველოს ტურისტული ადგილებისა და მიმართულებიების შესახებ პრეზენტაცია მოაწყო.
https://www.youtube.com/watch?v=BZx4UzGozkI