დასუფთავების აქცია მცხეთაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მსოფლიო ბანკის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მცხეთის მერიის თანამშრომლებთან ერთად დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. მცხეთაში ყოფილი კინოთეატრის ტერიტორია, სადაც მუზეუმის მშენებლობაა დაგეგმილი ნაგვისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხშირად მართავს. წელს საქართველოს მასშტაბით ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში დაგეგმილია ყოველთვიური დასუფთავების აქციის ორგანიზება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროები, სტუდენტური თვითმმართველობები და სხვა დაინტერესებული პირებიც, რომელთა რეგისტრაციაც მოხდება ადმინისტრაციის Facebookგვერდის საშუალებით.