გიორგი ჩოგოვაძე უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში უცხოური მედიის 47 წარმომადგენელი იმყოფება. პრეს ტურის ფარგლებში საქართველოს ჟურნალისტები უკრაინიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან , ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან ეწვივნენ.
საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების კიდევ უფრო პოპულარიზაციის მიზნით პრეს ტური ტურიზმის ეროვნულმა ადმინსიტრაციამ საქართველოს საელჩოებთან თანამშრომლობით დაგეგმა, ტურის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ როგორც კულტურული, ასევე ღვინის ტურიზმისა და სამთო-სათხილამურო კურორტების შესაძლებლობებს. თბილისის გარდა ჟურალისტებმა უკვე დაათვალიერეს მცხეთა და ჯვრის მონასტერი. დაგეგმილია სიღნაღის, წინანდალის, მცხეთის, გუდაურის, გორის , წყალტუბოს, ახალციხისა და ბათუმის მონახულება.
ჟურნალისტებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა ტურიზმის საერთაშორისო მედია ფორუმში, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდენ .
პრეს ტურების ორგანზიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს. მიზანი – ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებაა ბეჭდვითი თუ ელექტრონული სტატიებისა და სატელევიზიო სიუჟეტების საშუალებით.