გიორგი ჩოგოვაძემ სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ სხვადასხვა უმაღლესი უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯილდოვების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. 110-მა სტუდენტმა ტურისტულ კომპანია Discovery Georgia-ში შემომყვანი და გამყვანი ტურიზმის მიმართულებით სტაჟირება გაიარა. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.