გიორგი ჩოგოვაძემ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონფერენციაში ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება“ 100-მდე მეტი ქართველი და უცხოელი სტუდენტის ნაშრომი იყო წარმოდგენილი. დასკვნით ეტაპზე ოცი სტუდენტის ნაშრომი შეირჩა. გამარჯვებულ სტუდენტებს სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ფასიანი პრიზები გადასცეს. რამდენიმე სტუდენტი ტურისტულ კომპანიაში მუშაობას და სტაჟირებას დაიწყებს. გამარჯვებულებს გადაეცათ საგზურები საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე, ფულადი ვაუჩერები, ფასდაკლების ბარათები და სახელმძღვანელოები.
კონფერენცია ,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება“ მეორე წელია იმართება და მომავალ წელსაც ჩატარდება. წლევანდელ კონფერენციაზე სტუდენტების პრეზენტაცია ეხებოდა ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის: ღვინის ტურიზმი, შიდატურიზმი, შიდატურიზმის სტიმულირება. საქართველოში ტურიზმის განვითარების მიზნით წარმოდგენილი იყო ინოვაციური იდეები.
შერჩეული ნაშრომები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოველწლიურ მიმოხილვასთან ერთად დაიბეჭდება. კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
კონფერენციას სხვადასხვა უნივერსიტეტების და ტურისტული ინდუსტრიის 300-მდე წარმომადგენელი დაესწრო. კონფერენცია საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ კონფერენცია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა.