განთავსების ობიექტების 100 თანამშრომელსტრენინგი ჩაუტარდა
მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისრაცია საქართველოს მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს.
მცხეთის, თელავის, წყალტუბოს, სტეფანწმინდას, თიანეთის, გორის, კასპის და ხაშურის განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალს „მარკეტინგისა და გაყიდვების “ შემსწავლელი კურსი ჩაუტარდა. ტრენინგი სასტუმროების 100-მა თანამშრომელმა გაიარა.
სწავლება შემდეგ თემატიკას მოიცავდა: მარკეტინგის როლი სასტუმროს ბიზნესში, ინტერნეტ მარკეტინგი ( Booking.com, facebook, Airbnbდა სხვა) ბაზრის კვლევა და კონკრეტული გარემო, სასტუმროს მარკეტინგული გეგმის და ბიუჯეტის შემუშავება. შიდა მარკეტინგი და ა. შ.
მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 1300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა. ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.