საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით აქტიურ კამპანიას იწყებს. შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით ღონისძიებებში ცნობილი სახეები ჩაერთვებიან, რომლებიც ყველას მოუწოდებენ, რომ მოგზაურობა საკუთარი ქვეყნიდან დაიწყონ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ეწვიონ.
„დღის შოუს“ სტუმრები არიან: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ეკა სოსელია, Geomedels-ის ხელმძღვანელი თაკო ჩხეიძე და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

https://www.youtube.com/watch?v=eY_KLKiPyEI