“გაიცანი საქართველო“ პრესტური პანკისის ხეობაში
კამპანია „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პანკისის ხეობაში პრესტური გამართა. სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-ზე მეტი წარმომადგენელი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეწვია. „გაიცანი საქართელო“-ს ეს ტური გამორჩეულია იმ კუთხით, რომ პრესტურის მონაწილეებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ ტურისტულად საინტერესო ობიექტები დაათვალიერეს. ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები სოფელ ჯოყოლოში „ნაზის სასტუმროს“ ეწვივნენ, რომელიც პანკისის ხეობაში პირველი საოჯახო სასტუმროა. სასტუმროს მეპატრონემ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ტურისტებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოაწყო. ჟურნალისტემა პანკისის ხეობაში მდებარე ქრისტიანული და მუსლიმური სალოცავები მოინახულეს და მათ ისტორიას გაეცნენ. პრესტურის მონაწილეებისათვის ადგილობრივმა ქალთა ანსამბლმა ფოლკლორული სიმღერები შეასრულა. ჟურნალისტები ტურის ფარგლებში „პანკისობას“ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის დღესასწაულს „ახმეტობას“ დაესწრნენ. ღონისძიებებზე ადგილობრივ ცეკვის ანსამბლებთან ერთად წარმოდგენილი იყო „ერისიონი.“ გაიმართა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, წარმოდგენილი იყო ადგილობრიბი ნაწარმი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს.
პრესტურის მეორე დღეს მედიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს რთველში და ღვინის დაწურვაში. მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და ჩურჩხელების ამოვლება.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია