რაჭის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, “გაიცანი საქართველოს” კამპანიის ფარგლებში 22 ჟურნალისტი ნიკორწმინდას, ონს, შოვს, შარეულას კომპლექსს და სხვა ტურისულ ადგილებს ესტუმრა. მედიის წარმომადგენლებმა ბუგეულის ღვინის ქარხანა დაათვალიერეს, სოფელ მრავალძალში სალოცავი მოინახულეს, ეწვივნენ ონის სინაგოგას, ესტუმრნენ “მხატვრის სახლს.” პრესტურის მესამეს კი მედიის წარმომადგენელები ერთმანეთს ჯომადორბაში შეეჯიბნენ. ამბროლაურიდან შარეულამდე მონაწილეებმა ნავებით 25კმ გაცურეს.