„გაიცანი საქართველო”ტობავარჩხილი
კამპანია „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რიგით მე-16 პრესტური სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში გამართა. სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-მდე წარმომადგენელმა ტობა ვარჩხილის ტბა მოინახულა.
ტობავარჩხილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს. ტბის უდიდესი სიღრმე 35 მეტრია. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის დონე დაბალია ზამთარში, მაღალია — ივლისში. ტობავარჩხილი, (ვერცხლის ტბა) მთის გამჭირვალე ტბის საერთო სახელია ეგრისის ქედზე, სადაც აღნიშნული სახელწოდების 6 ტბაა აღრიცხული.
ტობავარჩხილის მონახულების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-მდე წარმომადგენელი კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვია. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი, სადაც პარკის მნიშვნელობისა და ღირსშესანიშნაობის შესახებ მოკლე პრეზენტაცია გაიმართა. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა პალიასტომის ტბაში ნავებით გაისეირნეს, პატარა პალიასტომსა და მდინარე ფიჩორზე დაათვალიერეს ფრინველების სათვალთვალო კოშკურები.
პრესტურის მეორე დღეს მედიის წარმომადგენლებმა მარტვილის მუზეუმი, ჭყონდიდის მონასტერი და კაღუს ჩანჩქერი მოინახულეს, ეწვივნენ ეთნოსახლს, დააგემოვნეს ადგილობრივი კერძები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში შემავალ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ვერტმფრენის გამოყოფისათვის.