,,გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში კახეთში პრესტური მოეწყო
კამპანია ,,გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კახეთში ორდღიანი პრესტური გამართა. ღონისძიებაში სხვადასხვა მედიასაშუალების ოცამდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. პრესტურის პირველ დღეს ჟურნალისტებმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს, დაათვალიერეს მონასტრის უძველესი ღვინის მარანი, აქვე გაიმართა ღვინის დეგუსტაცია. ალავერდის შემდეგ ჟურნალისტები ნაფარეულს ესტუმრნენ. დაათვალიერეს „ტყუპების მარანი,“ მოინახულეს ქვევრის ღვინის მუზეუმი. მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალურად ხუთი სახეობის ქვევრის ღვინის დეგუსტაცია, პურის ცხობის და ხინკლის მოხვევის მასტერკლასები გაიმართა. კარდენახში პრესტურის მონაწილეები „საგვარეულო მარანს” ესტუმრნენ.
პრესტურის მეორე დღეს მედიის წარმომადგენლებმა „მეღვინეობა ხარებას“ ვენახებში რთველში მიიღეს მონაწილეობა. დაათვალიერეს ტურისტული კომპლექსი „გვირაბი,“ სადაც ღვინის დეგუსტაცია/მასტერკლასები
(საწნახელში ყურძნის დაწურვა, არყის დეგუსტაცია, პურის ცხობა თონეში, ჩურჩხელის ამოვლება) გაიმართა.
პრესტურის მიზანი შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. კამპანია,,გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეტური უკვე გამართა: სამეგრელოში, იმერეთში, რაჭაში, აჭარასა და ხევსურეთში.
http://rustavi2.com/ka/video/8932?v=2