ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინსტრაციამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 21-ე გენერალური ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა 12-17 სექტემბერს კოლუმბიის ქ. მედელინში გაიმართა. ღონისძიებას 120 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია ესწრებოდა. ქართული მხარე ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პოლოლიკაშვილი მიერ.
ასამბელის ფარგლეში საქართველომ სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტის წევრობა მეორე ვადით, 2020 წლამდე მოიპოვა. კომიტეტის წევრობა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურიზმის სტატისტიკის თანამედროვე მეთოდებით წარმოების კუთხით. საქართველო ასევე შერჩეულ იქნა ზემოხსენებული კომიტეტის მომდევნო შეხვედრის მასპინძელ ქვეყანად. აღნიშნული პირველი შემთხვევაა, როდესაც ხსენებული კომიტეტის სხდომა მოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შტაბ-ბინის ფარგლებს გარეთ იმართება.
ამასთან, კოსტა-რიკისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მსოფილო ტურიზმის ოგანიზაციის გასტრონომიული ქსელის (UNWTO Gastronomy Network) ფორმატში წარადგინეს ინიციატივა, ორგანიზაციის პირველი ღვინის ტურიზმის ფორუმისა და მაღალი-რანგის შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ღონისძიება 2016 წლისათვის დაიგეგმა და მისი ჩატარების ადგილად საქართველო იქნა შერჩეული.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბელის ფარგელბში არაერთხელ აღინიშნა საქართველოს წვლილი აბერშუმის გზის ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის კუთხითაც.
ასამბელის მსვლელობისას საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენელბთან, მათ შორის, დელეგაციის ხელმძღვანელმა გამართა გაცნობითი ხასიატის შეხვედრა კოლუმბიის პრეზიდენტთან ბატონ ხუან მანუელ სანტოსთან, კოლუმბიის კომერციის, ინდუსტრიისა და ტურიზმის მინისტრთან და ქალაქ მედელინის მერთან. ასევე, გაიმართა ორმხირივი შეხვედები პორტუგალიის, საფრანგეთის, მექსიკის, ირანის, ხორვატიის, არგენტინის, კორეის, იაპონიის, ჩინეთის, ავსტრიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, კოსტა-რიკის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების დელეგაციებთან. ამასთან, დელეგაციამ მონაწილოება მიიღო ასამბლეის პარალელურად მიმდინარე მნიშვნელოვან ფორუმებსა და ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ ღონისძებებში.