ბრიტანელი ექსპერტი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისსა და ბათუმში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა საქმიანი ტურიზმთან (MICE) დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები, რომელთაც ბრიტანელი ექსპერტი ჰარი ფაინი (Harry Fine) უძღვებოდა. ქალაქებში გამართულ შეხვედრებს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჰარი ფაინმა კერძო სექტორის წარომადგენელებს გააცნო საქმიანი ტურიზმის სფეროში არსებული ტენდენციები და მიმართულებები, განხილულ იქნა სექტორის მნიშვნელობა და საქართველოს უპირატესი მხარეები, საუბარი ასევე შეეხო საკონვენციო ბიუროების როლს სექტორის განვითარების თვალსაზრისით. ვიზიტის განმავლობაში ბრიტანელი ექსპერტი ასევე გაეცნო ადგილობრივ დონეზე არსებულ პოტენციალსა და რესურსებს, მათ შორის, მოინახულა სხვადასხვა განთავსების ობიექტი და საგამოფენო ცენტი „ExpoGeorgia”. საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 2016 წლის თებერვალში ჩამოყალიბდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფარგლებში და მის მიზანს, ქვეყანაში სხვადასხვა საქმიან ტურიზმთან დაკავშირებული ღონისძიების მოზიდვა, საქართველოს პოტენციალის მარკეტინგი და ადგილობრივ დონეზე სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.