ბელორუსი საჯარო მოხელეები ტურიზმის ადმინისტრაციას ეცნობიან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბელორუსიდან „ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეთა სკოლის 34 წარმომადგენელს უმასპინძლა.“
სკოლა ბელორუსის წარმატებულ საჯარო მოხელეებს აერთიანებს. საჯარო მოხელეები საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და მიღეწევების გასაცნობად იმყოფებიან. ჯგუფის წევრებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობა, სტრუქტურა, სამომავლო გეგმები, სტრატეგია და ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე ტენდენციები კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბრეგაძემ გააცნო.