ბაკურიანში ველობილიკები მოაწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, სლოვენიურმა კომპანია “ალიანსმა”, გუდაურთან ერთად, ველობილიკები ბაკურიანშიც მოაწყო.
ბილიკი დიდველის ზედა სადგურიდან იწყება, მარშუტებს საძოვრებისა და ტყის გავლით განაგრძობს და იმავე გონდოლას ქვედა სადგურთან სრულდება. მისი სიგრძე 6 000 მეტრზე მეტია. ველობილიკები ერთიანად მიმზიდელია როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული ველომრბოლელებისთვის, ვინაიდან ის არ გადაკვეთს სასრიალო ტრასებს, ველობილიკებზე გადაადგილება უსაფრთხოა და სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტბს.
პირველი დაშვება ბაკურიანის ახალ ველობილიკებზე პროფესიონალმა ველომრბოლელებმა განახორციელეს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის, ამიტომ მისი ერთ-ერთი სახეობის, სამთო ველოტურიზმის განვითარება ტურისტების მოზიდვას საქართველოში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.