მსოფლიო ბანკის დაფინანსებით კახეთისა და იმერეთის რეგიონების ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით მარკეტინგულ სტატეგიაზე მუშაობა დაიწყება. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კახეთის და იმერეთის რეგიონების ახალი მარკეტინგული სტრატეგია და საიმიჯო ვებგვერდები მომზადდება. ახალ სტრატეგიაზე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად კახეთის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც მუშაობენ. პროექტის მიხედვით რეგიონების ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ქვეყნებში გაიმართება. პროექტი საჯარო და კერძო სექტორს გააერთიანებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებას.
პროექტის დეტალები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა და მოწევეულმა ექსპერტებმა განიხილეს. პროექტის მონაწილე ექსპერტის იანეს სირსეს განცხადებით, პროექტის მიზანია საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე იმერეთის და კახეთის რეგიონების ცნობადობის ამაღლება: „კახეთის შესახებ მთავარი მესიჯი ღვინო იქნება. იმერეთთან დაკავშირებით კი კულტურული, ბუნებრივი მემკვიდრეობა. ჩვენი მიზანია საქართველოში უფრო მეტი მოგზაურის ჩამოსვლა, თქვენი ქვეყნიდან კმაყოფილი ტურისტების წასვლა, ეკონომიკის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა.“ -განაცხადა იანეს სირსემ