ახალი ავიარეისი
თბილისიდან ყაზანის მიმართულებით ახალი ავიარეისი ინიშნება. ავიაკომპანია Georgian Airways რუსული ქალაქის მიმართულებით 2 ივნისიდან კვირაში ორჯერ იფრენს. ახალ რეისთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რუსეთიდან საქართველოში ინფოტური მოაწყო. ყაზანის წამყვანი ტურისტული კომპანიების 14 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვია. ინფოტურის მონაწილეებმა თბილისის და მცხეთის ისტორიული უბნები მოინახულეს კახეთში კი სასტუმროები და მარნები დაათვალიერეს. ტუროპერატორებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ სპეციალური პრეზენტაცია მოაწყო.