„აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“ ხადის ხეობა
ახალი ტურისტული ადგილების შესწავლის მიზნით, მასშტაბური პროექტი იწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი TravelGIS”და ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“ ერთობლივი მუშაობა დაიწყეს.
პროექტის მიზანია, საქართველოში უცნობი ტურისტული რესურსების აღმოჩენა, შესწავლა, დამუშავება, დაზუსტებული ტურისტული რესურსების განთავსება მობილურ აპლიკაციაში TravelGIS და ვებ პორტალზე www.travelgis.ge სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და რუსულად. პროექტი ითვალისწინებს ტურიზმის სფეროში თვითდასაქმებული ადამიანების კონსულტაციას, ტრეინინგებს და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას ტურიზმში ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროექტში ჩართულობა არის სრულიად უსასყიდლო.
პროექტის ფარგლებში პირველი საველე სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში ჩატარდა, სადაც ჯგუფის წევრებმა
ხადის ხეობის ისტორიული ძეგლები მოინახულეს:
„ქობთ ციხე“ („ელგუჯას ციხე“) – გვ. შ/ს.
„თავხადის ეკლესია“ – XX საუკუნის დასაწყისი
ირიაულების ციხე -იუხოში X ს.
თამარ მეფის ნადარბაზევი -XII ს.
წკერეს კვირაცხოვლის კომპლექსი – X-XII სს.
„მილიონა“ – თერგის ხეობისკენ გადასასვლელი
ქოროღოს კომპლექსი – IX-XI სს.
ცეცხლის ჯვრის კომპლექსი X – XIII სს.
ჯგუფის წევრებმა ძეგლებზე ჩაატარეს შემდეგი გამუშაოები: ფოტოგრაფირება, GPS კოორდინატების აღება, მოკლე ტექსტური ჩანაწერების გაკეთება, ტურისტული მარშრუტის მონახაზის გაკეთება.
გაესაუბრნენ ხალხური რეწვის ადგილობრივ ოსტატებს და სადაც გამოფენილი იყოსუვენირების. ადგილობრივებთან ჩატარდა კონსულტაციები სამომაბლო ტრეინინგზე.
პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა მომღერალთა ანსამბლმა „ხადამ“.
გამოტანილი იყო ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ მოქარგული სუვენირები.