არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 2015 წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 17,230  შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 678%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი დიდწილად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხოციელებული მარკეტინგული კამპანიის შედეგია. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 2016 წლის იანვარ-სექტემბერშიც განაგრძობს ზრდას და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო სექტემბრის თვეში კი 27%-იანი ზრდა.

არაბთა გაერთიანებული საემიროები

წელი

2011 2012 2013 2014 2015

2016წ.

იანვარი-სექტემბერი

საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა

147 498 1,339 2,216 17,230

15,867

აღნიშნული ქვეყანა მაღალმხარჯველიან სეგმენტს წარმოადგენს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანახმად, 2015 წელს საერთაშორისო ტურიზმზე დანახარჯი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 15.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, რაც 5%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მოგზაურები მოცემული ქვეყნიდან საერთაშორისო მოგზაურობაზე საშუალოდ 10,400 ამერიკულ დოლარს ხარჯავენ, ხოლო გაჩერების ხანგრძლივობა კი საშუალოდ 13 ღამეს შეადგენს.


დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე