ამერიკელი მწერალი ქართულ კულინარიულ და ღვინის ტურიზმზე წიგნს დაწერს
ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით კარლა კაპალბო საქართველოში ჩამოვიდა და 3 კვირის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა, გაეცნო ქართული კერძების რეცეპტებსა და მომზადების წესს და მათგან 100 საუკეთესო და ფოტო ილუსტრაციები წიგნში მოხვდება, გარდა ამისა გამოცემაში აღწერილი იქნება ქართული ღვინის განვითარების ისტორია და რჩევები თუ სად შეიძლება ამ ყველაფრის დაგემოვნება. რესტორან “ტაბლა”-ში ამერიკელ სტუმარს ქარულ კერძებში მასტერ კლასი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღანელმა გიორგი ჩოგოვაძემაც ჩაუტარა, ჩოგოვაძე აცხადებს რომ წიგნი , რომელიც ინგლისურ ენაზე გამოიცემა საქართველოთო დაინტერესებას შეუწყობს ხელს.