ამერიკელი ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
ქართული კულტურა, კულინარია და ღვინო, ამერიკელი ბლოგერები საქართველოს შესახებ სტატიებს ამზადებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, პოპულარული ამერიკული სამოგზაურო ბლოგის “Travel the World” ავტორები: Katherine Belarmino და Romeo Belarmino საქართველოს ეწვივნენ. პრესტურის ფარგლებში ბლოგერებმა საქართველოს სხვადახვა კუთხეები მოინახულეს და გაეცნენ ტურისტულ პოტენციალს. ბლოგერებმა დაათვალიერეს, თბილისის, ყაზბეგის, ბორჯომის, ქუთაისი, გელათის, წყალტუბოს,მცხეთის, სიღნაღისა და ყვარლის ღირსშესანიშნაობები. მოწვეული ბლოგერები საკუთარი ინტერნეტგვერდისა და სოციალური ქსელების გარდა სტატიებს სამოგზაურო ვებგვერდებზე johnnyjet.com-ში გამოაქვეყნებენ. ბლოგერები სტატიების დიდ ნაწილს დაუთმობენ ქართული კერძებისა და ღვინის მომზადების წესებს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქარველოში იანვარ-თებერვალში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.2%-ით გაიზარდა.