თბილისში მიმდინარე „ამბასადორიალი 2016-ის“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაცია გამართა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტები, გეგმები და სტატისტიკა გააცნო. ელჩებთან შეხვედრაზე გიორგი ჩოგოვაძემ ქვეყნის პოპულარიზაციის გაზრდისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩინების გეგმები განიხილა.