ალპური გამყოლების გადამზადება იმერეთში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ალპური გამყოლების გადამზადებას აგრძელებს. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ტრენინგი ალპური გამყოლებისთვის „ სამთო-სამაშველო ოპერაციები რთულ კლდოვან რელიეფზე“ – მეორე ეტაპი გაიმართა. სწავლება თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ ძევრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. გადამზადების კურსის მეორე ეტაპი 10 დღე გაგრძელდება, ტრენინგში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 25 სამთო გიდი მონაწილეობდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.