“Орел и решка” საქართველოს შესახებ სიუჟეტს ამზადებს
პოპულარული სამოგზაურო გადაცემა “Орел и решка” საქართველოს შესახებ სიუჟეტს ამზადებს. გადამღები ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩამოვიდა. მედიის წარმომადგენლები თბილისში, მცხეთასა და ყაზბეგში იმყოფებოდნენ და ტურისტებისათვის საინტერესო ადგილები გადაიღეს. გადაცემის ავტორების თქმით, სიუჟეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თბილისში, მშრალ ხიდთან მდებარე ბაზრობას, რომელიც ტურისტებისათვის მიმზიდველია. Орел и решка” საქართველოს შესახებ უკვე მე-4 გადაცემას ამზადებს, რომელიც უკრაინული ტელეკომპანია “Интер”-ის და რუსული ტელეკომპანია „Пятница“- ეთერით ივნისში გადაიცემა.