Cookie პოლიტიკა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Cookies (ე.წ. მზა-ჩანაწერები) იყენებს იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს ვებგვერდზე მომხმარებლების საუკეთესო გამოცდილების მიღება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Cookies გამოყებაზე თანხმობის მიღება ადმინისტრაციას არ აძლევს წვდომას თქვენს კომპიუტერზე ან მყარ დისკზე შენახულ პერსონალურ ინფორმაციასა და მონაცემებზე.
რა არის Cookies?
Cookies არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც ვებგვერდზე სტუმრობისას ინახება თქვენივე მოწყობილობის ვებ-ბრაუზერში და რომლის მოძიება ვებგვერდს მოგვიანებით შეუძლია. Cookies სერვერს აწვდის ინფორმაციას მომხმარებლების ვებგვერდზე დაბრუნების შესახებ, რაც აჩქარებს თქვენს წვდომას ვებგვერდზე. Cookies არ შეუძლია დააზიანოს თქვენი მოწყობილობები ან მათში შენახული ფაილები.
Cookies მეშვეობით გროვდება და ანალიზდება IP მისამართთან და მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე განხორციელებული მოქმედებების შესახებ ინფორმაცია, მომხმარებლის იდენტიფიცირების გარეშე, რაც გვაძლევს ჩვენი ვებგვერდის და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების (ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, ვებგვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების) შესაძლებლობას.
Cookies მიერ მიწოდებული ინფორმაცია ვებგვერდს მომხმარებლების პერსონალიზების საშუალებას აძლევს, მათ მიერ შერჩეული პარამეტრებისა და მიზნობრივი შინაარსის მიხედვით. მათ შორის, იმის თაობაზე თუ რა ადგილები და სანახაობები აირჩიეს მომხმარებლებმა. ეს გვეხმარება, ჩვენი ვებგვერდის შინაარსის, პროდუქტების და სერვისების გაუმჯობესებაში რათა უკეთ გავიგოთ ვიზიტორების მოთხოვნები და ინტერესები.
გარდა ამისა, ზოგიერთი Cookies აუცილებელია უსაფრთხოების მიზნებისათვის, მათ შორის ისეთი, როგორიცაა ავთენტიკურობის Cookies.
როგორ ვიყენებთ Cookies?
პირველი მხარის Cookies - როდესაც მომხმარებელი იყენებს ვებგვერდს, პირველი მხარის Cookies ინახება მის მოწყობილობაზე. ასეთი Cookies მზადდება ადმინისტრაციის მიერ ან ვებგვერდის მიზნებისთვის, ინახება მოწყობილობაში და ამ Cookies წვდომა მხოლოდ ადმინისტრაციას აქვს. მაგალითად, ასეთია მომხმარებლის პარამეტრებისა და ვებგვერდზე მოძიებული ინფორმაციის დამახსოვრება.
Cookies იყოფა:
- სავალდებულო/ფუნქციურ Cookies-ად, რომელიც აუცილებელია ვებგვერდის მუშაობისა და მისი ფუნქციების ხელმისაწვდომობისთვის. ამგვარ Cookies შესაძლებობა აქვს შეინახოს ინფორმაცია თქვენი თანხმობის გარეშე.
- არა სავალდებულო (ანალიტიკური, მარკეტინგული) Cookies გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თუ თქვენ აირჩევთ მათ გააქტიურებას.
მესამე მხარის Cookies - ადმინისტრაცია იყენებს Google Analytics-ს, რომელიც გვეხმარება მომხმარებლებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზში (მაგალითად, ვიზიტორთა რაოდენობა, ქვეყნები საიდანაც ხშირად სტუმრობენ ვებგვერდს, ყველაზე ნახვადი ინფორმაცია და სხვა).
Google Analytics იდენტიფიკატორი ინახება თქვენსავე მოწყობილობაში და მისი წაშლა შესაძლებელია თქვენივე ვებბრაუზერის პარამეტრებიდან. არასავალდებულო Cookies ამარტივებს ვებგვერდზე ნავიგაციას, აანალიზებს ვებგვერდის მონაცემებს და შედეგებს აწვდის ადმინისტრაციას. ამ გზით, ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას ვებგვერდზე მომხმარებლების მოძრაობისა და მისი გამოყენების შესახებ, რის საფუძველზეც შეგვიძლია შევცვალოთ/განვაახლოთ ვებგვერდი. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ინახება Google-ს მიერ.
არასავალდებულო მზა ჩანაწერების გამოყენება მხოლოდ თქვენს თანხმობაზეა დამოკიდებული დაშესაბამისი ღილაკის მონიშვნით შეგიძლიათ მათი უარყოფა ან მართვის პარამეტრების ცვლილება.
თვალთვალის Cookies - თვალთვალის Cookies აკონტროლებს მომხმარებლების მიერ ვებგვერდისგამოყენებას, რაც გვეხმარება იმის გაანალიზებაში თუ რომელი ფუნქციები მუშაობს ვებგვერდზე კარგად, საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ კონტენტი და ვებგვერდის ფუნქციონირება.
შეგიძლიათ თუ არა Cookies გამორთვა ან წაშლა?
თქვენ შეგიძლიათ გადააწყოთ თქვენი ბრაუზერი ისე, რომ არ მიიღოთ Cookies ვებგვერდის გამოყენებისას. დეტალური ინფორმაცია, იმის თაობაზე თუ როგორ შეგიძლიათ Cookies წაშლა სხვადასხვა ბრაუზერში იხილეთ აქ:
გაფრთხილება: თუ თქვენ გამორთავთ ან წაშლით Cookies, შესაძლებელია, ვეღარ შეძლოთ ვებგვერდზე ან მის გარკვეულ ნაწილზე წვდომა ან/და ვებგვერდმა თქვენს ბრაუზერში ოპტიმალურად აღარ იმუშაოს.