1. შესავალი
„გემო ფესტი“ წარმოადგენს სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ (შემდგომში - „ადმინისტრაცია“) მიერ 2022 წელს წამოწყებულ პროექტს, რომლის მიზანია რეგიონებში გასტროტურიზმის პოპულარიზაცია, ადგილობრივი სამზარეულოს შესახებ საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ზრდა, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა და ახალი გემოების აღმოჩენა, აგრეთვე, გასტრონომიული მიმართულებით ახალი სერვისების დანერგვა და განვითარება, რაც მიზან-შედეგობრივად უზრუნველყოფს რეგიონებში შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადის ზრდას.
2. ინტერესთა გამოხატვის მიზანი
2026 წელს, ფესტივალის „გემო ფესტი“ ჩატარება დაგეგმილია სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში. ხსენებულ ოთხ რეგიონში დაგეგმილი ფესტივალის მასშტაბურობისა და ხარისხობრივი განვითარების უზრუნველსაყოფად, დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მოძიების მიზნით, ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მასზე, რომ საბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის განხორციელდეს შეთავაზება ღონისძიების პარტნიორობის შესახებ - გამოცხადდეს ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევა.
ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარმოდგენილი წინადადებების განხილვის საფუძველზე, შერჩეულ საბანკო სექტორის წარმომადგენელს მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის რეგიონებში გასტროტურიზმისა და შიდა ტურიზმის განვითარებაში, ამავდროულად კი, როგორც „გემო ფესტის“ პარტნიორმა კომპანიამ, მოახდინოს საკუთარი საქმიანობის, საბანკო პროდუქტებისა და ციფრული სერვისების ფართო აუდიტორიის წინაშე პრომოცია. აგრეთვე, „გემო ფესტის“ მხარდაჭერა პარტნიორი ბანკისათვის ქმნის შესაძლებლობას - გაზარდოს ბრენდის ხილვადობა, გააძლიეროს მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაცია, მოახდინოს საბანკო პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაცია და პოზიციონირდეს რეგიონული ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერად.
3. პროექტში მონაწილეობის სავალდებულო პირობები
პარტნიორი საბანკო დაწესებულება შეირჩევა შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
1. ადმინისტრაციას წარუდგენს ფესტივალის „გემო ფესტი“ ფინანსური მხარდაჭერის შეთავაზებას;
2. წარმოადგენს მაღალრეპუტაციულ და ფართო სამომხმარებლო ქსელის მქონე ფინანსურ ინსტიტუტს;
2. უზრუნველყოფს თანამედროვე ციფრული და ტექნოლოგიური გადახდის სისტემების ხელმისაწვდომობას;
3. ფლობს მასშტაბური ღონისძიებების პარტნიორობისა და თანაორგანიზების გამოცდილებას;
4. მზად არის ფესტივალის ფარგლებში განახორციელოს მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები და სპეციალური შეთავაზებები;
5. უზრუნველყოფს ფესტივალის ტერიტორიაზე შეუფერხებელი გადახდის ინფრასტრუქტურის ორგანიზებას.
4. ღონისძიების პარტნიორის ექსკლუზიურად უფლებები
პარტნიორი კომპანიას შესაძლებლობა ექნება:
1. ფესტივალის ტერიტორიაზე, ყველა ვენდორთან ექსკლუზიურად განათავსოს POS ტერმინალები;
2. განახორციელოს სპეციალური შეთავაზებების ბარათით გადახდის შემთხვევაში (Cashback შეთავაზებები);
3. ფესტივალის ტერიტორიაზე მოაწყოს ბრენდირებული სივრცე, ფესტივალის საერთო ვიზუალური კონცეფციის გათვალისწინებით;
4. ფესტივალის ფარგლებში განახორციელოს ფოტო და ვიდეო კონტენტის გადაღება შემდგომი საკომუნიკაციო და მარკეტინგული მიზნებისთვის (ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით);
5. განახორციელოს ინფლუენსერებისა და ციფრული კამპანიების ინტეგრირება საიმიჯო ან პროდუქტული აქტივაციების ფარგლებში (ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით).
5. ინტერესთა გამოხატვის პროცედურები და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის თაობაზე წინადადება (შევსებული განცხადება) და შესაბამისი დოკუმენტაცია.
2. „გემო ფესტის“ პარტნიორი კომპანიის შერჩევას, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების და წარმოდგენილი წინადადების (განცხადების) საფუძველზე ახორციელებს ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის ხელშეწყობის სამსახური.
3. შერჩეულ კანდიდატთან გაფორმება ფესტივალის „გემო ფესტი“ პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება.
6. ინტერესის გამოხატვის თაობაზე განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულ კომპანიათა მიერ, ინტერესის გამოხატვაში მონაწილეობის თაობაზე წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით, 2026 წლის 25 მაისის ჩათვლით, ელ. ფოსტის მისამართზე: e.kolbaia@gnta.ge.
იხილეთ განაცხადის ფორმა