image

ბრიტანელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინისა და გასტრო ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდი ბრიტანეთიდან ჟურნალისტებსა და ბლოგერებს უმასპინძლა.  მოგზაურობის, ღვინისა და კულინარიის თემებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები აჭარაში,  ბათუმში IWSC-ის რიგით მეოთხე კონკურს დაესწრნენ, სადაც ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი.

მედიატურის 10 მონაწილე გაეცნო აჭარაში მდებარე ღვინის მარნებს, მოეწყო ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია. ბრიტანელი ჟურნალისტები და ბლოგერები ეწვივნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და პეტრას ციხეს, გაეცნენ ტურისტულად საინტერესო ადგილებს. უცხოური მედიის წარმომადგენლები ბრიტანული გამოცემებისთვის საქართველოს შესახებ  სტატიებს მოამზადებენ.

 

მსგავსი სიახლეები