image

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თელ-ავივის საერთაშორისო გამოფენაზე 30-ზე მეტ კომპანიასთან ერთად წარდგა

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2026 მონაწილეობს.

IMTM 2026-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად 30-ზე მეტი ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი,  გამოფენაში ჩართულები არიან სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები.

IMTM 2026-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან, ვიზიტორებს  საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული პროდუქტები, ინფორმაცია მიიღონ საქართველოს კურორტებისა და ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ.

ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. IMTM 2026-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს, გამოფენაზე 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.

 

 

მსგავსი სიახლეები