საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
image

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზში საერთაშორისო მედია კონფერენციაზე გაეცნენ

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  საფრანგეთში, პარიზში,სამოგზაურო მედია კონფერენციაში International Media Marketplace მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართეს ისეთი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის როგორებიცაა:  Le Figaro Magazine, Geo, Lonely Planet, Itrekkings, Le Journal de la Maison, Paris Match, National Geographic France.

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ზაფხულისა და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებებს გაეცნენ.  კონფერენციის ფარგლებში, მედიაკომპანიებთან შეხვედრები შედგა საქართველოში გაცნობითი ტურების გამართვის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას.

International Media Marketplace ბეჭდური და ციფრული მედიის წარმომადგენლებს აერთიანებს. კონფერენციაში 170-ზე მეტი მედიასაშუალება და 115 ბრენდი კომპანია მონაწილეობდა.