საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
image

მესტიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი „გიზ-გიზი“ მიმდინარეობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს“ აგრძელებს.
ფესტივალს წელს პირველად სვანეთი მასპინძლობს.
ფესტივალის ფარგლებში, მესტიაში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები. „გიზ-გიზის“ ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები ზრუნავენ. "გიზ-გიზი“ ზამთრის სათხილამურო კურორტებზე, საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას ხელს უწყობს. მესტიაში „გიზ-გიზი“ Freeride World Tour - ის პერიოდში მიმდინარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი მეორე წელია იმართება. ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს ზამთრის სეზონი, აღნიშნულ ფესტივალ “გიზ-გიზში“ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მეწარმეები. ორი დღის განმავლობაში იქნება გაშენებული სოფელი, სადაც ტურისტები შეძლებენ დასვენებას და დროის გატარებას .“- აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. "მნიშვნელოვანია სვანეთისთვის ასეთი ღონისძიებები , ყოველთვის მოტივირებულები ვართ და ველოდებით ამ ფესტივალს“- თამარ რაზმაძე-ფარჯიანი. "ფესტივალები გვეხმარება როგორც მეწარმეებს გავაცნოთ ჩვენი კულტურა , რომ განვითარდეს როგორც ტურიზმი ასევე კურორტების განვითარება“- ანა ფალიანი.