image

საქართველოს ტურისტულ მიმართულებას მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2026 მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილები იყვნენ:  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი,  იმერეთის, ასევე სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები, ასევე 5 ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმრო.

გამოფენას დაესწრო ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი.  

FITUR-2026-ზე, 5 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ, გაეცნობოდნენ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლებსა და გზამკვლევებს.  

გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის, კერძებისა და ტკბილეულის დეგუსტაცია, სადაც სტუმრებს ქართველი შეფ-მზარეულები გაუმასპინძლდნენ.

FITUR-2026 მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენაა, სადაც წელს 156 ქვეყნიდან 10 ათასამდე კომპანია იყო წარდგენილი. მადრიდის ტურისტულ გამოფენას წელს დაახლოებით 150  ათასი სტუმარი ჰყავდა.

მსგავსი სიახლეები