მზარეულების საყურადღებოდ!
📣გსურთ პროფესიული ცოდნის გაღრმავება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში?
წარმატებული პროექტი გრძელდება — ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, უკვე მეორედ, გაძლევთ შანსს შეიძინოთ საერთაშორისო კულინარიული გამოცდილება.
ამჯერად გეძლევათ შესაძლებლობა გაიაროთ მოკლევადიანი სასწავლო კურსი ესპანეთის ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ ცენტში - „Basque Culinary Center”
სასწავლო კურსი მოიცავს: პროფესიონალური კულინარიის საფუძვლებს, კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, ტრადიციული და რეგიონული სამზარეულოს ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტენდენციების გაცნობას.
რას გთავაზობთ?
📅 სწავლის პერიოდი: 29 ივნისი – 10 ივლისი (ესპანეთი, ქ.სან-სებასტიანი)
📜 სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ გადმოგეცემათ Basque Culinary Center -ის ოფიციალური სერტიფიკატი
💼 სწავლა სრულად ფინანსდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ!
⭕კონკურსის წესით სულ შეირჩევა 10 საუკეთესო მონაწილე!
ვის შეუძლია მონაწილეობა?
✅ მოქმედი მზარეულები (არა მთავარი ან „ბრენდ შეფი“)
✅ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით
✅ ინგლისური ენის ცოდნით
რა არის საჭიროა მონაწილეობისათვის?
✅პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
✅სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
✅სამოტივაციო წერილი (რატომ გინდათ მონაწილეობა, როგორ აპირებთ მიღებული ცოდნის გამოყენებას სამომავლოდ - მაქსიმუმ 200 სიტყვა)
✅რეზიუმე (ინგლისურ და ქართულ ენებზე)
✅სარეკომენდაციო წერილი დამსაქმებლისგან
📣 დაინტერესების შემთხვევაში
👉 გამოაგზავნეთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. 📧 შემდეგ ელფოსტაზე: Trainings@gnta.ge