ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან და ავსტრიიდან პროფესიონალ მოთხილამურე ინფლუენსერებსა და ფოტოგრაფებს უმასპინძლა. მედიატურის ფარგლებში ინფლუენსერები ბახმაროს ესტუმრნენ. სამთო კურორტზე სპორტსმენები თხილამურებით დაეშვნენ. ტურის ფარგლებში ერიკ ჰორლიფსონსი, ანნე ვანგლერი, მაქსიმილიან დრეგერი და ფაბიო კეკი საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. ინფლუენსერებმა და ფოტოგრაფებმა საქართველოს სამთო ტურისტული მიმართულების შესახებ Instagram-ზე ფოტოები და სთორები გამოაქვეყნეს.