“საქართველო-სიურპრიზებით სავსე ქვეყანა“-გერმანელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ
გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და ცნობილი ტურისტული პლატფორმა Willy Scharnow Foundation for Tourism საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გერმანელმა ტუროპერატორებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გაცნობითი ტურის ფარგლებში იმოგზაურეს და შთაბეჭდილებები პლატფორმაზე გამოაქვეყნეს.
„ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და 2014 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ქართული ღვინის მომზადება კვერცხის ფორმის თიხის ჭურჭელში 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, მას ქვევრი ჰქვია და სწორი შენახვის მიზნით მიწაშია მოთავსებული. ქართველები ამაყობენ, რომ საქართველო ღვინოს სამშობლოა, ქართული სამზარეულო მოულოდნელად ძალიან მრავალფეროვანი და გემრიელი აღმოჩნდა“,-წერს ტუროპერატორი რამონა კრაუსი და დეტალურად აღწერს ქართულ კერძებსა და სუფრის ტრადიციებს.
სტატიაში აღწერილია უფლისციხე.
„უფლისციხე აბრეშუმის ძველ გზაზე მდებარე კლდეში ნაკვეთი ქალაქია, რომელიც ქრისტეს შობამდე პირველ ათასწლეულში ჩამოყალიბდა და დღემდე აოცებს მნახველებს მრავალფეროვანი ქვაბულებით, მორთული ჭერითა და მიწისქვეშა გზებით, აქვეა კლდეზე აღმართული ბაზილიკა“-წერს რამონა კრაუსი.
სტატიაში აღწერილია ექსტრემალური ტურისტული სახეობა, ჯომარდობა ბორჯომის ხეობაში და თბილისი, ძველი უბნებით და თანამედროვე არქიტექტურით.